"ის გაბერილი თვითშეფასების მქონე ადამიანია" - მედვედევისთვის სააკაშვილი პოლიტიკური გვამია

26.08.23 10:56
"ის გაბერილი თვითშეფასების მქონე ადამიანია" - მედვედევისთვის სააკაშვილი პოლიტიკური გვამია

დიმიტრი მედვედევისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია. რუსეთის უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანი საქართველოს მესამე პრეზიდენტს სულელად და გაბერილი თვითშეფასების მქონე ადამიანად მოიხსენიებს. "ტას"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აგვისტოს ომზე ისაუბრა. მედვედევმა 2008 წლის მოვლენებზე მთელი პასუხისმგველობა სწორედ სააკაშვილს და საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას დააკისრა.

სააკაშვილი სულელია და მასზე რაღა უნდა ვთქვა. მეორეს მხრივ, ის არის გაბერილი თვითშეფასების მქონე ადამიანი, რამაც ის საბოლოოდ პოლიტიკურ გვამად აქცია. პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ფინალურ გადაწყვეტილებას პირველი პირი იღებს და მას ეკისრება პასუხისმგებლობა. საქართველოს მხრიდან მან მიიღო აგრესიის დაწყების გადაწყვეტილება, თუნდაც ამერიკის როლის გააზრებით. პროვოკაციები, საბოლოო ჯამში,  სახელმწიფო მეთაურის გადაწყვეტილებაა. პასუხისმგებელია ის და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება". - ამბობს მედვედევი.