ოპოზიცია "ოცნების" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს - საკრებულოს დეპუტატები ხმების გაყალბებაში არიან მხილებულნი
ოპოზიცია "ოცნების" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. საკრებულოს დეპუტატები ხმების გაყალბებაში არიან მხილებული. ტვ პირველის მიერ გადაღებული ექსკლუზიური კადრები კი მთავარი მტკიცებულებაა. ჩვენი არხის მიერ გასაჯაროვებულ ჩანაწერში კანონდარღვევა - ხმების გაყალბებაა ასახული.
ეს კადრები იმ დროს გადაიღო "ტვ პირველმა", როცა "ქართული ოცნება" თბილისელებისთვის მიუღებელ ცათამბრჯენების პროექტებს ამტკიცებდა. კენჭისყრის დროს დარბაზში არაუფლებამოსილი პირები მონაწილეობნენ.
კარგად და ზუსტად იცოდნენ, რომ თბილისისთვის მავნებლურ პროექტებს უყრიდნენ კენჭს. ეს იყო ფატქობრივად ურბანული გენოციდი, ამიტომ რამდენიმე დეპუტატმა, თავი აარიდა ამ პასუხისმგებლობას, გაიპარა დარბაზიდან, რომ თვითონ არ მიეცა ხმა და მათ მაგივრად სხვები აძლევდნენ ხმას. ფაქტობრივად, გააყალბეს ხმის მიცემის პროცედურა, ისევე როგორც არჩევნებს აყალბებდნენ ხოლმე, რაც დიდი დარღვევა და დანაშაულია, რაზეც ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ სამართლებრივ დავას. გამოვიყენებთ, მთ შორის "ტვ პირველის" ექსკლუზიურ კადრებს სხვა მტკიცებულებებთან ერთად და მოვითხოვთ საკრებულოს სხდომის და ამ გადაწყვეტილებების ბათილობას". - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისს განაჩენი გამოუტანა. „ქალაქს კლავენ“ - ეს განცხადებები ისმოდა გუშინ თბილისის საკრებულოში, სადაც ოპოზიციის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, უმრავლეოსობამ ყველა ის პროექტი დაამტკიცა, რომლითაც ხელისუფლების ფავორტი ბიზნესმენები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, თბილისი კი მათი მშენებლობების მსხვერპლი გახდება.