როგორ უნდა დაფინანსდეს სამაშველო სამსახური 2024 წლის ბიუჯეტში - "ლელო" ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს

26.08.23 12:24
როგორ უნდა დაფინანსდეს სამაშველო სამსახური 2024 წლის ბიუჯეტში - "ლელო" ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს

როგორ უნდა დაფინანსდეს სამაშველო სამსახური 2024 წლის ბიუჯეტში - "ლელო" ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს.

ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თაზო დათუნაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ხელფასი, საუბარია 1500 ლარზე, რაც მაშველებს აქვთ, არის სამარცხვინო და აუცილებელია, რომ მათი შრომა დაფასდეს.

დათუნაშვილის თქმით, შოვის ტრაგედიამ აჩვენა რომ მაშველებს ძირითადად შიშველი ხელებით უწევთ საგანგებო სიტუაციების დროს მუშაობა, ამიტომაც მათ  სჭირდებათ თანამედროვე ეკიპირება და ტექნიკა, მათ შორის სამაშველო ვერტმფრენები.

შოვის ტრაგედიიდან 22 დღე გავიდა და სამწუხაროდ ეს პროცესი ისევ გრძელდება. 33 დაკარგულიდან 31 ცხედარი უკვე ნაპოვნია და მე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს მოხდა ჩვენი ვაჟკაცი, მამაცი და თავის საქმეზე შეყვარებული მაშველების თავდადების ხარჯზე. ჩვენი სამაშველო სამსახურის თანამშრომლემა მათი თავდაუზოგავი შრომით, მართლა შიშველი ხელებით მოახერხეს და დაძლიეს ის, რაც შეეეძლოთ შიშველი ხელებით დაეძლიათ ამ სტიქიაში. ამ ტრაგედიამ დაგვანახა და მთელ საზოგადოებას დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და სახელმწიფო სერვისების როლი ადამიანის ცხოვრებაში და ისეთი სახელმწიფო სერვისი, როგორიც სამაშველო სამსახურია, უნდა იყოს დაფასებული უმაღლეს დონეზე, როგორც საზოგადოების მიერ, ისე სახელმწიფოს მიერ.

მე მინდა თამამად მადლობა გადავუხადო თითოეულ მაშველს, რომელიც მუშაობდა იმ ტრაგედიის ადგილას. გამომდინარე იმ ვითარებიდან, რაც დღეს გვაქვს და რაც დავინახეთ ამ 22 დღის მანძილზე, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი სამაშველო სამსახური, "ლელო" გამოდის ინიციატივით, ჯერჯერობით მოკლედ, რამდენიმე პუნქტად ჩავშლით ამ ინიციატივას, თუ რა უნდა იყოს უახლესი სამოქმედო გეგმა სამაშველო სამსახურთან დაკავშირებით, შემდეგ კი უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს საკანონმდებლო ინიციატივად ვაქცევთ. იმისთვის, რომ ამ ტრაგედიისგან ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გაკვეთილი, აუცილებელია პირველ რიგში ჩატარდეს ტრაგედიის თაობაზე ობიექტური სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი გამოძიება და გამოკვლევა.

ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და მკაცრად გავაკონტროლოდ შესაბამის რისკს ზონებში წინასწარი შეტყოვბინებების სისტემის არსებობა, ის რაც საქ ვიცე პრემიერმა ჩვენ მოსახლეობას დაპირდა 5 წლის წინ და რომელიც დღემდე არ არსებობს. ამ, სისტემის არსებობა არის აუცილებელი და ლელო აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ ეს სისტემა ჩაირთოს.

უნდა მოვითხოვოთ სამაშველო სამსახურის სრული აღჭურვა ყველაზე თანამედროვე საერთ საუკეთესო სტანდარტების ტექნიკით. ეს ეხება როგორც ვერტმფრენების ჩამოტანას, ასევე იმ კომპლექტების ჩამოტანას. ტრაგედიამ გვაჩვენა, რომ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ ჰქონდათ შოვში მაშველებს.

უნდა მოვითხოვოთ გმირი მაშველების რისკიანი საქმის ერთხელ და სამუდამოდ, შესაბამისად დაფასება, როგორც სახელფასო სარგოთი ისევე სოციალური პაკეტით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ამ ადამიანებისთვის. დღეს მას ხელფასი არ შეეესაბამება იმ სტანდარტს და იმ შრომას, რა შრომასაც ეს ადამიანები სწევენ. და ბოლოს, აუიციებლად უნდა მოვითხოვოთ სტიქიის აღმოფხვრის მიზნით საქველმოქმედო ფონდის შექმნაც. ძალიან უცნაურია, რომ 22 დღის თავზე, ყველა ასეთ ვითარებაში იქმნება ტრაგედების შედეგების ლიკვიდაციის საქველმოქმედო ფონდი, სადაც ჩვენი თოითოეული ჩვენთაგანი მოვახერხებთ თანხების მობილიზებას, აგრეთვე მსხვილი ბიზნები მოახერხებს თანხების მობილიზება.ს რომ  შედეგები აღმოიფხვრას.

ჩვენი ინფორმაციით, ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელმა ხელისუსფლებას მიმართა ამ ფონდის თაობაზე, მაგრამ ეს ფონდი არ არის დღემდე შექმნილი. ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც გამოვყოფდი ხელფასების საკითხს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეს, რომ ხელზე ასაღები თანხა რომელსაც საშუალოდ ერთი მაშველი იღებს არის 1200 ლარი. ამას ემატება რამდენიმე კვების დანამატი და კიდევ რამდენიმე ასეთი ტიპის დანამატი და საშუალოდ ადის 1500 ლარამდე და 1500 ლარი სამაშველო სამსახურში ითვლება კარგ ხელფასად. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, იგივე გადასახადების გადამხდელებით ფინანსდება ვინმე დავით ნარმანია, სემეკის თავმჯდომარე, რომელსაც აქცს საშუალოდ 12-13 ათასი ლარი ხელფასი თვეში. ვინმე კახა ბექაური რომელიც ხელმძღვანელობს კომუნიკაციების კომისიას და საშუალოდ 20 ათას ლარამდე აქვს ხელფასი თვეში და სამაშველო სამსახურის რიგით თანამშრომლებს 1500 ლარი აქვს ხელფასი, ეს არის ბოროტება, ეს არის კატასტროფა. მაღალრისკიანი პროფესიაა და ის უნდა იყოს დაფასებული. ამიტომ ჩვენ სექტემბრის თვის პერიოდში შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, სადაც პაკეტურად შევთავაზებთ ხელისუფლებას, როგორ უნდა დაფინანსდეს სამაშველო სამსახური და როგორი უნდა იყოს 2024 წლის ბიუჯეტში ის სახელფასო სარგოები, რომელიც სამაშველო სამსახურმა უნდა აიღოს და ეს უდნა იყოს მკვეთრად უფრო მაღალი. ასევე სანამ ეს 2024 წლის ბიუჯეტი შედგება, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ეს მოწოდება ალბათ მთელი საზოგადოების სახელით არის, რომ თანხებიდან, რომელიც გჰამოყოფილია ტრაგედიის საფრთხეების აღმოსაფხვრელად, იმ თანხებიდან  მობილიზება მაინც მოახდინონ და მაშველებს გარკევული პრემიის თუ დანამატის სახით თანხა მისცეს და გამოხატოს მათდამი მადლიერება. 

და ბოლოს, გამოძიება არის აუცილებელი. ამ გამოძების მიზანი არის არა ვიღაცის დასჯა, არამედ მომავალში ასეთი ტრაგედიების არგამეორება და ასეთ ტრაგედიებზე მომზადებული დახვედრა". - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.