კარუსელის საფრთხე არჩევნებზე - რაზე საუბრობს ოპოზიცია

26.08.23 12:00
კარუსელის საფრთხე არჩევნებზე - რაზე საუბრობს ოპოზიცია

კარუსელის საფრთხე არჩევნებზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნების გასაყალბებლად სამზადისი დაიწყო.

მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნებზე შესაძლოა, ბიულეტენების კარუსელსაც ჰქონდეს ადგილი. ასევე ირკვევა, რომ მანიპულაცია შესაძლებელია, ელექტრონული ხმის მიცემითაც. 

ეს არ არის ელექტრონული არჩევნებიდან გამომდინარე საფრთხეები, იმიტომ რომ კარუსელის საფრთხე ტრადიციული წესით ჩატარებული არჩევნებშიც არსებობს და გაცილებით უფრო მეტია. მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ ამომრჩევლის კარუსელის საფრთხე არსებობს, არამედ ბიულეტენის კარუსელისაც, როდესაც ხდება ბიულეტენის გამოტანა საარჩევნო უბნიდან და შემდეგ უკვე შევსებულის შეტანა. არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა უმეტესწილად ხდება არჩევნების დღემდე სუს-ის, კრიმინალური სამყაროს მეშვეობით, დაშინებით, მოსყიდვით და ა.შ. მექანიზმების გამოყენებით" - ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი "ლელო- საქართველოდან" გიორგი სიორიძე.