კარუსელი, ერთადერთი სადაც ტრიალებს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" - მაჭარაშვილი
კარუსელი, ერთადერთი სადაც ტრიალებს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, 2024 წლის არჩევნები უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდება, როგორც ადრე ტარდებოდ.
კარუსელი, ერთადერთი სადაც ტრიალებს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". იქ ტრიალებს კარუსელი, ხან თავმჯდომარეებს ითვლიან, ხან მოადგილეებს, ზოგი გარბის, არავინ არ შემოდის, მათი ბელადი სხვას ნიშნავს წარმომადგენლად. რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩატარდება კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, როგორც ტარდებოდა ადრე". - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
კარუსელის საფრთხე არჩევნებზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნების გასაყალბებლად სამზადისი დაიწყო.
მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნებზე შესაძლოა, ბიულეტენების კარუსელსაც ჰქონდეს ადგილი. ასევე ირკვევა, რომ მანიპულაცია შესაძლებელია, ელექტრონული ხმის მიცემითაც.