მთავარი დამზღვევი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის და მიღებული შედეგების ვერ და არ გაყალბების, არის ხალხი - ნაცვლიშვილი

26.08.23 13:41
მთავარი დამზღვევი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის და მიღებული შედეგების ვერ და არ გაყალბების, არის ხალხი - ნაცვლიშვილი

კარუსელის საფრთხე არჩევნებზე - "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, რისკები ყველა სისტემაში არსებობს.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მთავარი დამზღვევი და გარანტი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის და მიღებული შედეგების ვერ და არ გაყალბების, არის ხალხი.

რისკები ყოველთვის დარჩება, ყველა სისტემაში, იმიტომ, რომ რისკების მთავარი დამზღვევი არის არა მხოლოდ პროცედურები და ტექნიკური საშუალებები, არამედ მთავარი დამზღვევი არის საზოგადოებრივი განწყობა. მთავარი გარანტი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის და მიღებული შედეგების ვერ და არ გაყალბების, არის ხალხი. ამიტომ არის, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ არაფერი შეიძლება, გააჩმოს კრიტიკული ხმები, ნიჰილიზმში გადააგდოს საქართველოს მოქალაქეები". - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

კარუსელის საფრთხე არჩევნებზე. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნების გასაყალბებლად სამზადისი დაიწყო.

მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნებზე შესაძლოა, ბიულეტენების კარუსელსაც ჰქონდეს ადგილი. ასევე ირკვევა, რომ მანიპულაცია შესაძლებელია, ელექტრონული ხმის მიცემითაც.