ტიკარაძეს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა ჰქონდა გაკეთებული, მეორე კი 14 ივნისისთვის იყო დაგეგმილი - გაბუნია
ეკატერინე ტიკარაძეს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა ჰქონდა გაკეთებული, მეორე კი 14 ივნისისთვის იყო დაგეგმილი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
ქალბატონ ეკატერინეს ჩატარებული აქვს AstraZeneca-ს ვაქცინით პირველი აცრა, მეორე აცრის თარიღი იყო განსაზღვრული 14 ივნისისთვის, რაც არის 12-კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდი, თუმცა ამ მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, მისი მეორე ვაქცინაცია გადაიხედება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- თქვა განუბიამ.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.