ნებისმიერი მთავრობა გადადგებოდა ასეთი ტრაგედიის შემდეგ - ნათელაშვილი
შოვის სტიქიას შეწირული ოთხი ადამიანი თბილისში დაკრძალეს. ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი - ლუკა, ანასტასია და ანდრია დუდაშვილები ცოტახნის წინ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრაძლეს. სამოქალაქო პანაშვილი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, სადაც "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერიც იმყოფებოდა.
შალვა ნათელაშვილი ტრაგედიაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ნებისმიერი მთავრობა გადადგებოდა ასეთი ტრაგედიის შემდეგ.
უდიდესი ეროვნული ტრაგედიის მოწმე გახდა ჩვენი ხალხი და მრავალტანჯული ქვეყანა იმის გამო, რაც მოხდა შოვში. დაზაფრულია ხალხი, სამი ანგელოზის და მათი დედის პანაშვიდია ამჯერად, პირველ ღამეს რეჟმმა ხალხი მიატოვა. ჯერ არავინ იცის, ვინ ცოცხალი იყო, ვისი გადარჩენა შეიძლებოდა, ვისი გადარჩენა არ შეიძლებოდა. ფაქტია, რომ შეაჩერეს სამძებრო სამუშაოები და ამაზე პასუხს აგებს რეჟიმის პირველი პირი, ბიძინა ივანიშვილი მთელი სისრულით და ეს დღე აუცილებლად დადგება. ნებისმიერი მთავრობა გადადგებოდა ასეთი ტრაგედიის შემდეგ და ურცხვად არ ჩაებღაუჭებოდნენ კაბინეტებს" - განაცხადა ნათელაშვილმა.