გახარია გაცილებით ადრე აპირებდა გადადგომას - მეზვრიშვილი

01.06.21 18:18
გახარია გაცილებით ადრე აპირებდა გადადგომას - მეზვრიშვილი

გიორგი გახარიას თანაგუნდელი, ნათია მეზვრიშვილი, "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" ამბობს, რომ გიორგი გახარია გაცილებით ადრე აპირებდა გადადგომას. 

"სწორ დროს, სწორი მიზეზით წავიდა"- თქვა მეზვრიშვილმა. 

არ დაგიმალავთ, ბატონი გიორგი გაცილებით ადრე აპირებდა ამ ნაბიჯის გადადგმას"- აღნიშნა მეზვრიშვილმა "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" სტუმრობისას. 

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის აპირებდა გახარია წასვლას და რატომ დარჩა, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა თქვა, რომ თარიღი არ ახსოვს, თუმცა გახარიას გადადგომა ქვეყნის ინტერესებით იყო განმსჭვალული. 

 

მსგავსი სიახლეები