ხმებით მანიპულაცია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი ინტერვიუ "პირველებს"

26.08.23 16:59
ხმებით მანიპულაცია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი ინტერვიუ "პირველებს"

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი ინტერვიუ "პირველებს" - გიორგი ტყემალაძე თავს იმართლებს. "ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებს, რომ სხვის ნაცვლად ხმის მიცემა პრობლება არ არის. უფრო მეტიც, ეს თურმე ქალაქის საკრებულოში აპრობირებული მეთოდი ყოფილა.

"პირველების" მიერ გასაჯაროვებული კადრების და ოპოზიციიის დაანონსებული სამართლებრივი დავის საპასუხოდ, გიორგი ტყემალაძე გადაჭრით ამბობს, რომ ცათამბრჯენების პროექტზე მიცემულ ხმებს გაბათილება არ ემუქრება.

"ეს არის მცდელობა,  რომ თითქოს რაღაცა აღმოაჩინეთ. აბსოლუტურად ყველა საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან, გარდა 2 საკრებულოს წევრისა, ესწრებოდა საკრებულოს სხდომას. საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს მრავალი საათის განმავლობაში, ზოგი შეიძლება კომენტარის მისაცემად იყო გასული, ზოგი შეიძლება რაღაც საჭიროებიდან გამომდინარე 2 წუთით იყო გასული. შეიძლება მოხდა ასე. ჩვენთან ზოგადად მიღებული არის პრაქტიკა, როცა ოქმში ფიქსირდება თუ ვინმე იმ მომენტში კენჭისყრას ვერ ესწრება, დააფიქსიროს, რომ მისი ხმა იყოს გათვალისწინებული. ამით სარგებლობს ასევე ოპოზიციაც. ამიტომ, ეს მათაც ძალიან კარგად იციან. ნუ ცდილობთ წარმოაჩინოთ, რომ თითქოს რაღაცა აღმოაჩინეთ". - ამბობს ტყემალაძე.

"ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები თბილისელების დაწუნებულ პროექტებს, ცათამბრჯენების მშენებლობას, ერთმანეთის მაგივრად უჭერენ მხარს.

ოპოზიციის ნაწილი მომხდარ ფაქტზე სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს.