პროკურატურას უნდა მივმართოთ, ბათილად უნდა იყოს ცნობილი - ფერაძე ურბანული გენოციდის პროექტზე

26.08.23 17:10
პროკურატურას უნდა მივმართოთ, ბათილად უნდა იყოს ცნობილი - ფერაძე ურბანული გენოციდის პროექტზე

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცებული ურბანული გენოციდის პროექტის ანულირებას ითხოვს.

ფერაძის თქმით, "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ კადრებში კარგად ჩანს კანონდარღვევა,თუ როგორ აძლევენ ხმას "ოცნების" დეპუტატები ხმას ერთმანეთის ნაცვლად.

ეს კადრები, რაც ვნახეთ, "ქართული ოცნების" 2 წარმომადგენელი, შალვა ოგბაიძე და მანჯავიძე აძლევენ ხმას სხვის მაგივრად. ეს არის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული. პროკურატურას უნდა მივმართოთ და ეს უნდა იქნას ბათილად ცნობილი, იმიტომ, რომ 9 ხმით მოიგო მხოლოდ ამ პროექტმა. აქედან ვხედავთ, რომ ორი ხმა უკვე გაყალბებულია. და ჩვენ არ ვიცით, კიდევ რამდენი ხმა გაყალბდა". - ამბობს ნატა ფერაძე. 

"ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები თბილისელების დაწუნებულ პროექტებს, ცათამბრჯენების მშენებლობას, ერთმანეთის მაგივრად უჭერენ მხარს.

ოპოზიციის ნაწილი მომხდარ ფაქტზე სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს.