პანიკა უსაფრთხოებასთან და გეოლოგიასთან დაკავშირებით, სრულიად უსაფუძვლოა - ლევან ჟორჟოლიანი
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანთა უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი კენჭისყრაზე "ოცნების" დეპუტატების მიერ ერთმანეთის ნაცვლად ხმის მიცემას ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს უწოდებს და ამბობს, რომ ამაში უცნაური არაფერია.
ჟორჟოლიანის თქმით, პანიკა უსაფრთხოებასთან და გეოლოგიასთან დაკავშირებით, სრულიად უსაფუძვლოა, რადგან გუშინ, საკრებულოს სხდომაზე მშენებლობის ნებართვა არავის არ გაუცია.
კენჭისყრები იმ საკითხებს ყოველი შემთხვევისთვის არ ეხებოდა, რომელზეც ოპოზიციას მთელი კვირის განმავლობაში აქვს ატეხილი აჟიოტაჟი და ცდილობს, რომ ინვესტიციები გენოციდად წარმოაჩინოს. ჩემს კოლეგებს, მათ შორის მეც, მიწევს ჟურნალისტებთან ურთიერთბა, ამიტომ, ზოგიერთ საკითხზე კენჭისყრას შეიძლება, პირადად არ ვესწრებოდეთ.ამიტომ, ამაში რაღაცების ზებნა, ცოტა მორალს იქით არის, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდნა, რომლებიც საერთოდ კენჭისყრას არც ესწრებოდნენ და აქეთ ამუნათებდნენ უმრავლესობის წევრებს, რომ რატომ არ იყავით ამ მძიმე მომენტში "ქალაქისთვის". პანიკა უსაფრთხოებასთან და გეოლოგიასთან დაკავშირებით, სრულიად უსაფუძვლოა, იმიტომ, რომ არავის მშენებლობის ნებართვა გუშინ არ გაუცია. ჩვენ ვთქვით, რომ დავიწყოთ მსჯელობა და ეს მსჯელობა უნდა ემყარებოდეს ლვლევებს". - ამბობს ლევან ჟორჟოლიანი.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისს განაჩენი გამოუტანა. „ქალაქს კლავენ“ - ეს განცხადებები ისმოდა დღეს თბილისის საკრებულოში, სადაც ოპოზიციის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად. უმრავლეოსობამ ყველა ის პროექტი დაამტკიცა, რომლითაც ხელიუსფლების ფავორტი ბიზნესმენები კიდევ უფრო გამდიდრდებიან.