არსებობს არაფორმალური მმართველობის ნიშნები, ამას ბევრი საჯარო მოხელე გრძნობს - მეზვრიშვილი

01.06.21 18:42
არსებობს არაფორმალური მმართველობის ნიშნები, ამას ბევრი საჯარო მოხელე გრძნობს -  მეზვრიშვილი

არსებობს არაფორმალური მმართველობის ნიშნები - ამის შესახებ ტვ პირველის გადაცემა ,,დღის ამბებში" გახარიას გუნდის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა, განაცხადა.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღეს ბიძინა ივანიშვილის გვარი არ ახსენა, თუმცა აღნიშნა, რომ გავლენა სხვადასხვა ინსტიტუტებზე არსებობს. 

ბევრი კითხვა დაისვა ამასთან დაკავშირებით... ივანიშვილს არ ვიცნობ და არასერიოზულია ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი"- განაცხადა მეზვრიშვილმა დიანა ტრაპაიძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა, გრძნობდა თუ არა ის ივანიშვილის გავლენას მთავრობაზე. 

მეზვრიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სუსტი ინსტიტუტებია. 

ქვეყანაში სუსტი ინსტიტუტების ფონზე, რა თქმა უნდა იყო, ეს რომ არ ვთქვა, არ დაიჯერებს საზოგადოება. საერთაშორისო პარტნიორები ღიად გვეუბნებიან, რომ გავლენა სხვადასხვა ინსტიტუტებზე არსებობს, სასამართლოში არსებობს. ბევრი მიმართულებით არსებობს. ბევრი საჯარო მოხელე, ვისაც მაღალი პოზიცია უკავია, ამას გრძნობს, რომ ქვეყანაში გარკვეული გავლენის ჯგუფებია. ამაზე საუბარს დავასრულებ. არსებობს არაფორმალური მმართველობის ნიშნები, ეს გარკვეულ წლებში უმოქმედებამ მოიტანა - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.