გაბათილდება თუ არა საკრებულოს კენჭისყრის შედეგები - ოპოზიცია "ოცნების" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
ოთხი ოპოზიციური პარტია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. დეპუტატები სასამართლოს მომავალ კვირას მიმართავენ და საკრებულოს სხდომაზე მიღებული აქტების გაბათილებას მოითხოვენ. მთავარი მტკიცებულება "ტვ პირველის" მიერ გადაღებული ექსკლუზიური კადრებია.
მასალაში ჩანს, როგორ იყენებენ სხვის პულტებს "ოცნების" წევრები, რომ ცათამბრჯენების მშენებლობაზე მწვანე შუქი აუნთონ ივანიშვილის პარტიასთან დაკავშირებულ სამშენებლო კომპანიებს. რომელი საკითხი გადიოდა კენჭისყრაზე იმ დროს როცა შალვა ოგბაიძე, გურამ ოქროპირიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ხმას სხვის ნაცვლადდ აძლევდნენ? ამ პროექტს სათავეში კობა კვეტენაძე უდგას, ის "ქართული ოცნების" დამფინანსებელი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.
გაბათილდება თუ არა დარღევებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები - დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.