კრემლისა და "ოცნების" პოლიტიკას შორის იდეოლოგიური თანხვედრაა - სერგო ჩიხლაძე
კრემლისა და "ოცნების" პოლიტიკას შორის იდეოლოგიური თანხვედრაა, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე "ოცნების" მიმართ მედვედევის კომპლიმენტებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსეთის ქებას.
აშკარად იკვეთება იდეოლოგიური თანხვედრა კრემლის პოლიტიკასა და „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას შორის, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს კრემლის პოლიტიკას. რა არის კრემლის პოლიტიკა? საქართველო ქართველების გარეშე, საქართველოს დაცლა. რა თქმა უნდა, აიმსახურებს მის ქებას, იმიტომ, რომ მის პოლიტიკას ახორციელებს და რა თქმა უნდა, იმსახურებს კრიტიკას და ლანძღვას ყველა, ვისაც არ უნდა კრემლის პოლიტიკა საქართველოში, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
დიმიტრი მედვედევი "ქართულ ოცნებას" აქებს, სალომე ზურაბიშვილს კი აკრიტიკებს. პუტინის მარიონეტი საქართველოს ხელისუფლებას პრაგმატული პოლიტიკის გამო კომპლიმენტს ეუბნება, ხოლო სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ეკონომიკური გავითარების ხელის შეშლაში ადანაშაულებს.