რუსეთის მხრიდან ქება "ოცნების" ისტორიული განაჩენია - ირაკლი ფავლენიშვილი
რუსული ოცნების ისტორიული განაჩენი, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი მედევედევის ქებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნება" ისტორიაში საქართველოს მორალატე მთავრობად შევა.
მტერი ჩვენი ქვეყნის, პუტინი და მისი გარემოცვა ერთხმად ბოლო თვეების მანძილზე აქებს რუსულ ოცნებას. ეს არის მათი ისტორიული განაჩენი. ისინი იქნებიან, ყველას თვალში აბსოლუტურად, ისტორიაში საქართველოს მოღალატეები და ეს ქება არის მათი განაჩენი, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
დიმიტრი მედვედევი "ქართულ ოცნებას" აქებს, სალომე ზურაბიშვილს კი აკრიტიკებს. პუტინის მარიონეტი საქართველოს ხელისუფლებას პრაგმატული პოლიტიკის გამო კომპლიმენტს ეუბნება, ხოლო სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ეკონომიკური გავითარების ხელის შეშლაში ადანაშაულებს.