"ივანიშვილის ახირება" - ირაკლი კუპრაძე აბასთუმნის ობსერვატორიაზე

27.08.23 15:43
"ივანიშვილის ახირება"  - ირაკლი კუპრაძე აბასთუმნის ობსერვატორიაზე

აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობის უკან "ლელოს" გენერალური მდივანი  ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს. ირაკლი კუპრაძის თქმით, ივანიშვილის მეცნიერები და განათლება არად მიაჩნია და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. 

ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის, მეცნიერებს, მკვლევარებს, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით, საერთოდ, ობსერვატორიის არსებობაში, შენარჩუნებასა და გადარჩენაში, უბრალოდ, შეზღუდული აქვთ გადაადგილება, ოჯახის წევრები ერთმანეთს ვერ ხვდებიან, უბრალოდ, იმის გამო, რომ ეს არის ივანიშვილის ახირება აწარმოოს რაღაც ტიპის გაურკვეველი საქმიანობა აბასთუმანში. თუ შესვლის ნებართვა აქვს ვანო ჩხარტიშვილებს, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს,  არ აქვთ შესვლის უფლება ადგილობრივ მოსახლეებს ან იქ მაცხოვრებლებს, რომლებსაც საკუთრებებეი გააჩნიათ ობსერვატორიის ტერიტორიაზე. ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი ვიზუალიზაცია იმის, თუ რად მიაჩნია მთელი საქართველო, მეცნიერება ივანიშვილს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი შენიშნეს, რომელიც იქ არსებულ მდგომარეობას სწავლობდა.