ივანიშვილი ჩხარტიშვილთან ერთად ობსერვატორიის დასაკუთრებას ცდილობს - ლაშა ფარულავა

27.08.23 15:53
ივანიშვილი ჩხარტიშვილთან ერთად ობსერვატორიის დასაკუთრებას ცდილობს - ლაშა ფარულავა

ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ფიქრობს, რომ აბასთუმნის ობსერვატორიით ბიძინა ივანიშვილი და ვანო ჩხარტიშილი არიან დაინტერესებულები. მისი თქმით, ოლიგარქი რუსული ავტორიტარული რეჟიმის მსგავსად მოქმედებს და ხალხის ქონების მისაკუთრებას ცდილობს. 

ბიძინა ივანიშვილი რომ შოვის ტრაგედიისას არც გამოჩენილა, დაღუპულთა ოჯახებისთვის არ მიუსამძიმრებია, თურმე აბასთუმანს იკანონებს და ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ცდილობს ობსერვატორია დაისაკუთროს და მეცნიერებისა და განათლების მნიშვნელოვანი კერა წაართვას საქართველოს მოქალაქეებს. სწორედ ეს არის რუსული ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ცდილობს გამდიდრებას ქართველი ხალხის ხარჯზე, ცდილობს მნიშვნელოვან ობიექტების დასაკუთრებას და ამასობაში, საქართველოს მოქალაქე საერთოდ არ ახსოვს, - ამბობს ლაშა ფარულავა. 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი შენიშნეს, რომელიც იქ არსებულ მდგომარეობას სწავლობდა.