მედვედევის კომპლიმენტი "ოცნებას" - ხელისუფლება თავს იმართლებს
მედვედევის კომპლიმენტების შემდეგ "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. მმართელი პარტიის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთის ექსპრეზიდენტის განცხადებები ოპოზიციის მაშველი რგოლი და სპეკულაციების საშუალებაა.
ამის მიუხედავად, ქადაგიშვილი მედვედევის სიტყვებს ეთანხმება და ამბობს, რომ "ოცნების" პოლიტიკა სწორედ რომ პრაგმატულია.
მედვედევმა, ალბათ გახსოვთმ, რომ 2008 წელს უფრო მეტის უფლება მისცა თავის თავს, ჯარები შემოიყვანა საქართველოში. ახლა განცხადების გაკეთების უფლებას რატომ აძლევს მედვედევი თავის თავს, აღმოაჩინეთ, თუ რა ქენით? მედვედევის განცხადება ხდება ხოლმე ოპოზიციის მაცოცხლებელი მორიგი სპეკულაციის საშუალება. კავშირია ეს, აბა, რა არის? მეტი რაღა კავშირი გინდათ, როდესაც მედვედევის განცხადებაა მათი დღის წესრიგი? საქართველოს დღეს წესრიგი არის აბსოლუტურად სხვა. მევედევის განცხადებები არ გასაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების კურსს. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სწორედ, თავისი, დიახაც, პრაგმატული, ქვეყნისთვის საჭირო მიზნებიდან გამომდინარე. რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს მედვედევმა, ფაქტი ფაქტად რჩება, საქართველო დღეს არის გავითარების გზაზე და არა ომისა და გაჩანაგების გზაზე, - თქვა ქადაგიშვილმა.
დიმიტრი მედვედევი "ქართულ ოცნებას" აქებს, სალომე ზურაბიშვილს კი აკრიტიკებს. პუტინის მარიონეტი საქართველოს ხელისუფლებას პრაგმატული პოლიტიკის გამო კომპლიმენტს ეუბნება, ხოლო სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ეკონომიკური გავითარების ხელის შეშლაში ადანაშაულებს.