ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია არჩევნების არალეგიტიმურად გამოსაცხადებლად ნიადაგს ამზადებს
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია ააგორა. ქადაგიშვილმა დღეს პარლამენტში თქვა, რომ ოპონენტებს 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, ამიტომ ცრუობენ, რომ "ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
ამასთან, დეპუტატი ამტკიცებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელებაში ოპოზიციას ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დაეხმარა.
კიდევ რა ტქვა დეპუტატმა და რა პასუხი ჰქონდა ოპოზიციას ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.