ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალური ქადაგება - მეუფე იაკობმა ოპოზიციის ლიდერები პავლიკ მოროზოვებს შეადარა

28.08.23 13:03
ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალური ქადაგება - მეუფე იაკობმა ოპოზიციის ლიდერები პავლიკ მოროზოვებს შეადარა

მეუფე იაკობმა ოპოზიციის ლიდერები პავლიკ მოროზოვებს შეადარა - სკანდალური ეპისკოპოსის ინსპირაციის წყარო ცნობილი საბჭოთა პერსონაჟი იყო. პოლიტიკური გზავნილებით სავსე ქადაგება პატრიარქის გადაყენებულმა ქორ-ეპისკოპოსმა დღეს ბოდბეში ჩაატარა.

მეუფე იაკობი  ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს უწუნებს. ამბობს, რომ რუსეთ - უკრაინის ომი ევროპის გამარჯვებით ვერ დასრულდა. მღვდელს არ დავიწყებია არც ოპოზიციის გაკრიტიკება.

როცა უცხოელი ხედავს, რომ გარბიხარ უცხოელთან, შენს ქვეყანაში არ გინდა შენი გადაწყვიტო - მიდიხარ და ეუბნები, რომ მოდი, მოდი, დამეხმარე მე მოვიდე ხელისუფლებაში - დემოკრატიის შუქურა ვიქნები, ის ვიქნები, ეს ვიქნები, როგორ შეგხედავს ის, რა თქმა უნდა, შაქარ-ყინულსაც გაჭმევს, სხვა რაღაცას გამოგიწოდებს, ფულითაც დაგაფინანსებს, მაგრამ ვინ ხარ იმისთვის,. რაც საბჭოთა კავშირში პავკიკა მოროზოვი იყო, იცოდეთ, რომ ისინი ხართ უცხოელებისთვის, აბსოლუტურად იგივე ხართ, ეგ თქვენი ბრალი არ არის მასე რომ იქცევით - საქართველოში არის ორი კატეგორიის ადამიანები, ბევრად მცირეა ის ადამიანები, რომლებიც მონები არიან და ვითომ სხვების თავისუფლებისთვის იბრძვიან. შენ თუ თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი იცი, ვინ ეკითხება უცხოელს, რომ მე მითხრას ასე იცხოვრე, ისე იცხოვრე. კი, მსოფლიოში, როცა თანაცხოვრებაა, იმან როგორ უნდა მითხრას, ვინც ვერ ცხოვრობს წესიერად, რომელი ქვეყანაა გამართული," - ამბობს მეუფე იაკობი.