უკრაინის ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია, რომ ვინმე იყოს - მეუფე იაკობი

28.08.23 13:14
უკრაინის ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია, რომ ვინმე იყოს - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთი გაიმარჯვებს და უკრაინა დამარცხდება. ამის შესახებ განცხადება მეუფე იაკობმა ბოდბეში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, ევროპას რუსეთის დამარცხება არ სურს.

უკრაინის ომი, მოვა დრო და დამთავრდება, პირდაპირ გეტყვით, ამას კაცობრიობის განადგურება არ მოჰყვება, მაგრამ ამ ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია, რომ ვინმე იყოს. რუსების დამარცხება რომ უნდოდეთ, ალბათ, სხვა ძალისხმევას დაატანდნენ და არ გაუჭირდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ატომური სახელმწიფოა. აქ დამარცხებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ერთმანეთის გამოფიტვაზე. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს დამთავრდება და მორჩება, უფრო დიდი მიზანი ხომ არ არის და უფრო სხვაგან ხომ არ შეიძლება მერე ველოდოთ, ამაზეც ვიფიქროთ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.