ნოე ჟორდანიას და იმათ არც უნდოდათ და მზამზარეული დამოუკიდებლობა მივიღეთ - მეუფე იაკობი

28.08.23 13:18
ნოე ჟორდანიას და იმათ არც უნდოდათ და მზამზარეული დამოუკიდებლობა მივიღეთ - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და მისი მთავრობა გააკრიტიკა. ქადაგების დროს მეუფე იაკობმა ისაუბრა ემიგრაციაში წასულ ნოე ჟორდანიას მთავრობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მოეპოვებინა.

მარა თუ პავლიკა მოროზოვები გვყავდნენ, მერე გინდ დაგსვან, რა უნდა გააკეთო. რაც კომუნისტების დროს, მანამდე ჟორდანიამ და იმათმა გააკეთეს, არც უნდოდათ და მზამზარეული დამოუკიდებლობა მივიღეთ, მერე უმრავლესობა საფრანგეთში ვინც წავიდა, სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს შორის, კარგად იცით, პაპა რომ შვილიშვილს ასწავლის, რა განსხვავებაც იყო, ქართველებისთვის არცერთი არ იყო მისაღები, თუმცა კომუნისტების პერიოდშიც ბევრი წესიერი იყო თუნდაც პარტიაში და საქართველოს ინტერესებს იცავდა და არა იმპერიის ინტერესებს,“ - ამბობს მეუფე იაკობი.

ნოე ჟორდანიას მმართველობის დროს მთავრობამ რესპუბლიკის ოფიციალურ ენად სცნო ქართული. ასევე ნოე ჟორდანიამ მოახერხა მოეპოვებინა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება ისეთი ევროპული ქვეყნებისგან, როგორებიცაა: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, იტალია, შვეიცარია.