მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის საქმეზე სასულიერო პირები არ დაუკითხავთ
შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასულიერო პირები არ დაუკითხავთ, თუმცა ყველა მზადაა საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს, რომ მოსაყდრის მოწამვლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება გასაიდუმლოებულია.
სინოდის წევრები დღესაც ვერ ამბობენ, ვის ინტერესში შედიოდა ილია მეორის შემცვლელის განეიტრალება. ერთი ვერსიით, შიო მუჯირი საპატრიარქოში მოწამლეს. სწორედ მის სამუშაო ოთახში მაგიდასა და სკამზე იყო აღმოჩენილი მძიმე მეტალები.
ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.
ისეთი დაფარული ინფორმაცია, რომ მხოლოდ თქვენგან ვიგებ. დავინტერესდი მეუფე შიოს მდგომარეობით, რაც შეეხება გამოძიებას, ამით როგორ უნდა დავინტერესდე, პირდაპირი წვდომა არ მაქვს. მეუფესთან მაქვს ურთიერთობა, ვეკითხები და ძირითადად მაინტერესებს, მისი ჯანმრთელობა როგორია.
მე ეჭვები მაქვს, რომ ეს ამბავი, მეუფე რომ ცუდად იყო ორი აზრი არ არის და მეუფეს რომ რაღაც საფუძველი აქვს, მაგრამ იმდენად წარმოუდგენელია, რომ ვინმეს ინტერესში იყოს, რაღაც ფანტასმაგორია მგონია,“ - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.