უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იქნება - ჭიაბერაშვილი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში საქართელო და მოლდოვა ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს, ქართული ოპოზიცია სრულად ეთანხმება.
ენმ-ს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების საკითხი დადგება.
უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ შენარჩუნდება ის საერთაშორისო წესრიგი, რომელიც აღიარებს მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, ბუნებრივია, შევძლებთ აღვიდგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენეტეტი, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.