რატომ აღარ შედის მეუფე ნიკოლოზი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან - მეუფეს განმარტება
რატომ აღარ შედის მეუფე ნიკოლოზი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან და უკავშირდება თუ არა ეს ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მოსკოვში ვიზიტს - მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული მისი ვივა მედში სტუმრობა.
როგორც მეუფე განმარტავს, რუსეთში წასვლამდე და მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობამდეც არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილთან.
მასზე არის ეს დამოკიდებული მთლიანად და როგორც კი მოითხოვს, რომ მასთან მივიდე და ვაზიარო ან სხვა საიდუმლო შევასრულო, მე მზად ვარ. შეიძლება არის კავშირი ამასთან (რუსეთში ვიზიტთან), შეიძლება არა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მესამე პრეზიდენტი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და ყურმოკვრით და გაგონილს, ის არავითარ შემთხვევაში, ყურს არ მიაქცევდა, მე ვფიქრობ, თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდა, მკითხავდა. მე ადრეც დავდიოდი მოსკოვში, ადრე მიწირავს პატრიარქთან ერთად და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა,“ - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.