უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - ჩიხლაძე

28.08.23 13:45
უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - ჩიხლაძე

ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად 'სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძეც ფიქრობს, რომ ურაკინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების საკითხში მნიშნელოვან გავლენას იქონიებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ეს ასევე დადებიტად აისახება ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის პროცესებზეც. 

რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვება რუსეთზე იქონიებს დადებით გავლენას და გადაწმყვეტ გავლენას როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე და ასევე, ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის პროცესებზე, იმიტომ, რომ საქართველოში როგორც შიდა დემოკრატიზაციის პროცესებს, დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეწინააღმდეგება ერთაერთი ქვეყანა, ეს არის რუსეთის იმპერია და სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიასთან, კრემლთან შეკრული ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.