ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში - მეუფე ნიკოლოზი
"ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში," - ეს განცხადება ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებების შეფასებისას გააკეთა.
მეუფე ნიკოლოზი გამოეხმაურა დიმიტრი მედვედევის იმ განცხადებას, სადაც რუსი მაღალჩინოსანი საქართველოს მთავრობას აქებს, პრაგმატულ პოლიტიკას უწონებს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს.
ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში და მაინცდამაინც ნუ გამოეკიდებით ამ დასკვნებს, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სარწმუნო არ არის. ჩვენ მათთან დიდი ხანია ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს გაწყვეტილი, საომარი ვითარება გვაქვს ამ ქვეყანასთან, უბრალოდ ვითომდა მშვიდობიანი პერიოდია. არ გამოვრიცხავ, რომ ესეც რაღაც სახის დივერსია იყოს, ისევ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების მიმართ ეჭვები გაგვიჩინონ, ომია და ესეც საომარი მოქმედებაა ერთგვარი,“ - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.