რამ გამოიწვია შიომღვიმეში ქვათაცვენა და შეიძლებოდა თუ არა წინასწარ პროგნოზი - სეისმოლოგის განმარტება
რამ გამოიწვია შიომღვიმეში ქვათაცვენა - სეისმოლოგი ლაშა სუხიშვილი არ გამორიცხავს, რომ კლდის ნაწილის ჩამოშლა წინა თვეების განმავლობაში მაღალი ნალექიანობით იყოს გამოწვეული.
მომავალში წვიმა იზამს იგივეს თუ მიწისძვრა, ამის თქმა რთულია, მაგრამ რადგან საკმაოდ ციცაბო ფერდია, მაგრამ კომპლექსური მეთოდებით მონიტორინგმა შესაძლოა საფრთხეები და რისკები შეამციროს,“ - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.
სეისმოლოგი ხსნის იმ პროცესებს, რამაც ქვათაცვენა გამოიწვია. როგორც სუხიშვილი ამბობს, ამ პროცესის პროგნოზი შესაძლებელია შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით.
შემზარავია კადრები, მაგრამ გეოლოგიურად ძალიან მარტივი რარაც მოხდა - ეს არის კონგლომერატები, შეცემენტებული ქვები, რომლებიც ემორჩილებიან გამოფიტვას ამინდის გავლენით, ეს იქნება წვიმა, მაღალი ტემპერატურა თუ გაყინვა. გამოფიტვა იწვევს ასეთი შეცემენტების ხარისხის კლებას და ხდება ჩამოშლა.
მართალია გეოლოგიური თვალსზრისით მარტივად აღვწერე, მაგრა რაც შეეხება საფრთხეს, ამას სჭირდება საკმაოდ კომპლექსური პასუხი, რომელიც გულისხმობს მრავალი სახის დაკვირვებას, ეს იქნება სახმელეთო რადარული მონიტორინგი, რომელიც რეალურ დროში ზომავბს, ხომ არ არის გადაადგილებები. ამიტომ რამდენმე ათეულ ან ასეულ მეტრში განლაგებულმა რადარმა შეიძლება გაზომოს დეფორმაცია ხომ არ ხდება ან ხომ არ ხდება აჩქარება.
რადგან წვიმის წყალია ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი, შეიძლება ამ ნაკადების დათვლა, ხომ არ ხდება, სადღაც კონკრეტულ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით წყლის კონცენტრაცია და ხომ არ იქნება უკეთესი, რომ დაიშალოს და გადანაწილდეს,“ - ამბობს სუხიშვილი.