პრემიერის ნიუ-იორკული არდადეგები - ღარიბაშვილის ამერიკულ შვებულებას ოპოზიცია ეხმაურება

28.08.23 14:59
პრემიერის ნიუ-იორკული არდადეგები - ღარიბაშვილის ამერიკულ შვებულებას ოპოზიცია ეხმაურება

პრემიერის ნიუ-იორკული არდადეგები - ირაკლი ღარიბაშვილი შვებულებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს. cnews მანჰეტენზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კადრები 25  აგვისტოსაა გადაღებული, იმ დროს როცა პრემიერი  მეგაპოლისის ცათამჯენებს ათვალიერებდა.  

ღარიბაშვილის ამერიკულ არდადეგებს უკვე მოყვა პირველი გამოხმაურებები თბილისში - რა უნდა პრორუს პრემიერს შტატებში - აცხადებს ოპოზიცია და მთავრობის მეთაურს ახსენებს ანტიდასავლურ განცხადებებსაც და კელი დეგნანზე თავდასხმებსაც.

საქართველოს მმართველი პარტიის უმრავლესობის წარმომადგენლების ოჯახის წევრები, შვილები არიან და სწავლობენ ევროპაში,ა შშ-ში, ბევრს აქვს მოქალაქეობა აშშ-ში. ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრის ოჯახის წევრმა ზაფხულში აშშ-ის ვიზაზე შეიტანა განაცხადი, ეს ფაქტი მიუთითებს იმას, რომ ევროპულ მომავალს არ აქვს ალტერნატივა და ეს ჩანს ზუსტად იმაშიც, რომ მათი ოჯახის წევრებიც არიან დასავლეთში, ეს ჩანს იმაში, რომ ისინი არ მიდიან და არ ისვენებენ და არ ისვენებენ რუსეთში, არამედ მიდიან დასავლეთის ქვეყნებში,“ - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები