უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება - მაია სანდუ
უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება, - ეს განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გააკეთა.
სანდუს განცხადებით, მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვასთვისაც. მისი განმარტებით, მათი გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას შექმნის და ხელ შეუწყობს მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.