თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი გაგა ჩხეიძე ვაიმარში გოეთეს მედლით დააჯილდოვეს

28.08.23 16:26
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი გაგა ჩხეიძე ვაიმარში გოეთეს მედლით დააჯილდოვეს

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი გაგა ჩხეიძე ვაიმარში გოეთეს მედლით დააჯილდოვეს.

გოეთეს მედალი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საპატიო  ორდენია, რომელიც გადაეცემათ გამოჩენილ პიროვნებებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და გერმანული ენის პოპულარიზაციაში.

ჩხეიძის დაჯილდეობამდე კი ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ, „ფრანკფურტენ ალგემაინემ“ (Frankfurter Allgemeine) გამოაქვეყნა ჟურნალისტ კერსტინ ჰოლმის სტატია, სათაურით „ძლიერი მეზობლების შიშის წინააღმდეგ“. ავტორი გაგა ჩხეიძეს ესაუბრა. სტატიაში იმ რეპრესიებზეა საუბარი, რასაც ხელისუფლება ატარებს და რომლის მსხვერპლიც გაგა ჩხეიძეც გახდა. გამოცემა პირდაპირ წერს, რომ გაგა ჩხეიძის გათავისუფლება მისი მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი განცხადების დაფიქსირებას მოჰყვა.