თუ რუსეთი ასეთი კარგია, წავიდეს დაისვენოს როსტოვში, შვილებს ჩააბარებინოს სარატოვში - ჩიხლაძე

28.08.23 17:02
თუ რუსეთი ასეთი კარგია, წავიდეს დაისვენოს როსტოვში, შვილებს ჩააბარებინოს სარატოვში - ჩიხლაძე

"თუ რუსეთი ასეთი კარგია და წავიდეს დაისვენოს როსტოვში, შვილებს ჩააბარებინოს სარატოვში," - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე პრემიერ ღარიბაშვილის ამერიკულ არდადეგებს.

როგორც ჩიხლაძე ამბობს, ხელისუფლება ორმაგი სტანდარტით მოქმედებს - ერთი მხრივ, აკრიტიკებს დასავლეთს და საგარეო კურს რუსეთისკენ ცვლის, მეორე მხრივ, კი დასავლურ ქვეყნებში უშვებენ შვილებს სასწავლებლად. 

შვებულებას და თავისუფალ დროს დროს დასავლეთში, ნიუ-იორკში ატარებს, შვილი სასწავლებლად ამერიკაში მიჰყავს, იმოსება დასავლური ბრენდებით, სარგებლობს დასავლური ტექნიკით, მაგრამ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ემეტება მხოლოდ რუსული. თუ რუსეთი ასეთი კარგია, წავიდეს დაისვენოს როსტოვში, შვილებს ჩააბარებინოს სარატოვში, შეიმოსოს რუსულ ატელიებში შეკერილი ტანსაცმლით,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.