ბორატივით დადის და ტკბება ამერიკით - კობერიძე ღარიბაშვილზე

28.08.23 17:06
ბორატივით დადის და ტკბება ამერიკით - კობერიძე ღარიბაშვილზე

"მათ ყველას ამერიკა მოსწონთ - მოსამართლეებიდან დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული და ჩვენთვის არ ემეტებათ, სამწუხაროდ, ჩვენი წილი ამერიკა,“ - ასე აფასებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე კობერიძე პრემიერ ღარიბაშვილის ამერიკულ არდადეგებს.

ცოტნე კობერიძის თქმით, ამერიკა და დასავლური კულტურა ხელისუფლების წევრებისა თუ დასანქცირებული მოსამართლეებისთვის მისაღებია, თუმცა, საზოგადოებაში ანტისადავლურ კამპანიას აწარმოებენ.

ფილმი „ალადინ“ რომ არის, დიქტატორი რომ არის, ჩადის ამერიკაში, თვითონ რომ კარგად არის ამერიკაში და ამერიკას ლანძღავს, დაახლოებით ასე არის, ბორატივით დადის და ტკბება ამერიკით. უნდა გვესმოდეს, რომ ზოგადად, ქვეყნის პირველი პირებისთვის, ელიტისთვის ამერიკა მისაღებია ხოლმე, მაგრამ როცა უკვე პოლიტიკაზე მიდგება ხოლმე საქმე და როგორ უნდა შექმნან ისეთი ქვეყანა ეკონომიკურად, როგორიც არის ამერიკა, მაშინ აღარ მოსწონთ ხოლმე ამერიკა.

მათ ყველას ამერიკა მოსწონთ - მოსამართლეებიდან დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული და ჩვენთვის არ ემეტებათ, სამწუხაროდ, ჩვენი წილი ამერიკა,“ - ამბობს ცოტნე კობერიძე.