ფრთხილად, ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა - სააკაშვილი მეუფე იაკობს

01.06.21 21:49
ფრთხილად, ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა - სააკაშვილი მეუფე იაკობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ ქართველი კაცი ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს, იარაღსაც აიღებს ხელში.

ემანდ ფრთხილად ეგ იარაღი რომლის აღებისკენ მოუწოდებ მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს სადაც მოგეწონებოდა "მეუფე". იმედია ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!

მე როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას, - წერს მიხეილ სააკაშვილი  Facebook-პოსტში.