თანამედროვე იუდა და რუსული მესიჯების გამხმოვანებელი - თეოლოგები მეუფე იაკობის სკანდალურ ქადაგებაზე

28.08.23 17:18
თანამედროვე იუდა და რუსული მესიჯების გამხმოვანებელი - თეოლოგები მეუფე იაკობის სკანდალურ ქადაგებაზე

მეუფე იაკობს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ - სასულიერო პირს კრემლის მესიჯების გახმოვანებასა და "ქართული ოცნებისთვის" სასარგებლო განცხადებების გაკეთებაში ამხელენ. 

მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისთვის დროს მღვდელმა რუსეთ-უკრაინის ომზე, ოპოზიციაზე, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე ილაპარაკა. 

თეოლოგები ურჩევენ სასულიერო პირს, შეწყვიტოს პოლიტიკური მიზნებისთვის ამბიონის გამოყენება.

იუდასგან განსხვავებით თანამედროვე ეპოქის იუდები თავს არ იკლავენ. ისინი არიან უფრო მეტად დაინტერესებულები, რომ საკუთარი უღირსობის გადაფარვა მოახდინონ, სხვისი - უფრო ღირსეული თაობის მხილებით. გარკვეულ ვალში არიან ეპისკოპოსები ჩვენს ხელისუფლებასთან, ან გარკვეული დაშინების ან ზეწოლის ქვეშ არიან. 
მაღალი იერარქები არ ცხოვრობენ ქრისტიანული კანონებით თუ წესებით და ამის შემდეგ ძალიან უადვილდება ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს, რომ აკონტროლონ და დააშანტაჟონ ესა თუ ის იერარქი,“ - ამბობს თეოლოგი ლევან ტატურაშვილი.

მეორედ აღმოჩნდა საკუთარი სახელმწიფოს და ქვეყნის ინტრესების წინააღმდეგ და ეს აგრესია, ანუ საკუთარი შინაგანი მარცხი, რომელსაც ის განიცდის, ეს ჩანს მის ყველა ქადაგებაში,“ - განაცხადა თეოლოგმა ლელა ჯეჯელავამ.