კულტურის სამინისტრო სადამსჯელო ორგანოა, რომელიც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ზღუდავს
თეა წულუკიანის შესახებ დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას ქართველი ხელოვანები ეხმიანებიან. მხატვარი გია ბუღაძე პირდაპირ ამბობს, რომ კულტურის მინისტრი დამსჯელობით ოპერაციას ატარებს, რათა ადამიანებს თავისუფლად მოქმედების საშუალება არ ქჰონდეთ. ბუღაძე კულტურის სამინისტროს "საშიშროების ორგანოდ" მოიხსენიებს.
ქართულ მართულ ელიტას იდეოლოგია არ აქვს. აქვს მხოლოდ მიზანი, რომ გამდიდრდეს და სწორედ პარადოქსია, გამაოგნებელია, რომ იდეოლოგიის გარეშე არსებულ ქვეყანას ჰყავს კულტურის კომისარიატი. კულტურის კომისარიატი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, როცა იდეოლოგიაა. არ არის იდეოლოგია. მაშინ რა არის ეს, თუ არა დამსჯელობითი, დაშინებათა ორგანო, „საშიშროების ორგანოა“ პირდაპირ, რომ ადამიანებს შეეზღუდოთ თავისუფალი მოქმედების უნარი, - ამბობს გია ბუღაძე.
თეა წულუკიანის რეპრესიების ამბავი ქვეყნის ფარგლებს გასცდა - კრიტიკულ წერილს საქართველოზე გერმანული გამოცემა აქვეყნებს. ჟურნალისტი პირდაპირ წერს, რომ საქართველოში კულტურულ ცხოვრებაზე სახელმწიფოს ზეწოლა სულ უფრო აშკარად იგრძნობა.
წულუკიანი ივანიშვილის ფავორიტ მინისტრადაა მოხსენიებული, რომელიც პროფესიონალ კადრებს სამსახურიდან უშვებს და სისტემას პარტიული აქტივით აკომპლექტებს.
ვრცელი სტატია იწყება გაგა ჩხეიძის ისტორიით, რომელიც კულტურის მინისტრმა კინოცენტრიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ რუსეთის ომი დაგმო და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.