უკრაინის გამარჯვება რუსეთის ტერორისტულ საქმიანობას სამუდამოდ დაასრულებს - ირაკლი კუპრაძე

28.08.23 18:01
უკრაინის გამარჯვება რუსეთის ტერორისტულ საქმიანობას სამუდამოდ დაასრულებს - ირაკლი კუპრაძე

ზელენსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში საქართველო და მოლდოვა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს, ირაკლი კუპრაძე ისტორიულს უწოდებს. "ლელოს" გენერალური მდივანი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთის ტერორისტულ საქმიანობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს. 

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომლითაც ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის ისტორიული და მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ უკრაინის გამარჯვება გადაწყვეტს ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის ტერორისტული საქმიანობის დასასრულს. იმიტომ, რომ რუსეთის მიერ მისაკუთრებული ოკუპირებული ტერიტორიები უბრალოდ დარჩება კითხვნის ნიშნის ქვეშ. იმარჯვებს ის დასავლურ დემოკრატული სამყარო, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ურყევი, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.