გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა - ლევან ვასაძე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს

01.06.21 23:04
გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა - ლევან ვასაძე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს

ლევან ვასაძის პარტია "ერმა" შესაძლოა, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ ვასაძემ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა. ვასაძის თქმით, მოძრაობაში ამის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.

გუნდში მიმდინარეობს ფართო მსჯელობა, არის პლიუსები და მინუსები, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ დროულად და გამოვაცხადებთ ამის შესახებ. ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვფიქრობთ, მსჯელობის ნაწილია. მსჯელობა ძალიან დეტალური ამის შესახებ მიმდინარეობს", - ამბობს ვასაძე.

ვასაძის თქმით, მას სამი კატეგორიის ამომრჩეველი  ეყოლება. მისი ამომრჩევლის ერთი ნაწილი  ის ხალხი იქნება, რომელიც არჩევნებზე საერთოდ არ დადის; მეორე ნაწილი ვასაძის თქმით, არის "ქოცების" ელექტორატი", მესამე კატეგორია ამომრჩეველი არის "ის ხალხი, ვინც ისე გამწარდა ბიძინაზე და "ქოცებზე", რომ  მაგათ ჯინაზე აძლევდა "ნაცებს" ხმას". 
    • 

მსგავსი სიახლეები