ვარშავაში შოპენის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

28.08.23 19:23
ვარშავაში შოპენის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

ვარშავის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ფრედერიკ შოპენის სახელობის აეროპორტიდან  მოქალაქეები გაიყვანეს. 

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერმინალი დაკეტილია და სპეციალური სამსახურები მუშაობენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ევაკუაციის მიზეზი, სავარაუდოდ, ტერმინალის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის აღმოჩენა გახდა.