რა მიზნით არის პრემიერი აშშ-ში - მთავრობის ადმინისტრაცია დუმს
სად ისვენებენ "ქართული ოცნების" პირველი პირები - უკვე 8 საათია "პირველები" პასუხს ელოდება მთავრობის ადმინისტრაციიდან, თუმცა უშედეგოდ. ამ დრომდე უცნობია, რა მიზნით იმყოფება ირაკლი ღარიბაშვილი შეერთებულ შტატებში და ვიდრე მთავრობის პირველი პირის ოფისი დუმს, პრემიერის ამერიკული არდადეგები გრძელდება. მანჰეტენზე მოსეირნე ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები 25 აგვისტოთი თარიღდება.
დასავლეთის აქტიური კრიტიკოსები დასვენებას ისევ ევროპასა და ამერიკაში ამჯობინებენ. მათი შვილებიც ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში იღებენ განათლებას და ამისთვის დიდ ფულს იხდიან. მაგალითისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლა, სადაც ახლა პრემიერის შვილი იმყოფება, წელიწადში რამდენიმე ათეული ათასი დოლარი ღირს. იაფი არც ამერიკაში მოგზაურობაა. მხოლოდ პრემიერის გადაფრენას ბიზნეს კლასით მისი ხელფასის თითქმის სამმაგი ოდენობა სჭირდება.