ზელენსკის გზავნილები საქართველოს და "ოცნების" მორიგი იერიში უკრაინის პრეზიდენტზე

28.08.23 20:13
ზელენსკის გზავნილები საქართველოს და "ოცნების" მორიგი იერიში უკრაინის პრეზიდენტზე

 

რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება საქართველოსთვის - გეოპოლიტიკური ფანჯარა თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყნებისთვის, - ასე აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის დამარცხებას.

ახლა მთავარია, როგორ გამოიყენებს ამ ფანჯარას საქართველო. ზელენსკი თვლის, რომ უკრაინის გამარჯვება, საქართველოსა და მოლდოვასთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსია.

კიევიდან მიღებულ გზავნილს სრულად იზიარებს ქართული ოპოზიცია, თუმცა ამ პროცესში მთავარ ბარიერს "ქართულ ოცნებაში" ხედავს. ამბობენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების ცვლილებით უნდა დაიწყოს.