მეუფე იაკობის პოლიტიკური ამბიონი

28.08.23 20:17
მეუფე იაკობის პოლიტიკური ამბიონი

 

მეუფე იაკობის პოლიტიკური ამბიონი და მარიამობის დღესასწაული, რომელიც ეპისკოპოსმა ისევ პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა. ოპოზიცია პავლიკა მოროზოვებს შეადარა, რომელიც სასულიერო პირის თქმით, დასავლეთს სთხოვს დაეხმაროს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს.

მოქმედ ოპოზიციასთან ერთად მღვდელმთავრის კრიტიკა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამაც დაიმსახურა. არ დავიწყებია უკრაინაც. მეუფეს პროგნოზით ევროპა ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. პოლიტიკური ქადაგების ადრესატი დღეს ახალგაზრდებიც იყვნენ. მეუფე შიო მათ სამშობლოს სიყვარულს უწუნებს.