შიომღვიმეში კლდის ლოდები დღესაც ცვიოდა - ბოლო ცნობები მონასტრიდან
შიომღვიმის მონასტერში მძიმე ტექნიკა შევიდა. დღეიდან იმ ხევის მიმდებარედ, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, ვიზიტორების და სასულიერო პირების გადაადგილება აკრძალულია. ახლა ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობენ გეოლოგები, რომლებიც საბოლოო დასკვნას კვირის ბოლოს დადებენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მონასტრის ტერიტორია სახიფათოა. როგორც ირკვევა, ეს კლდის ჩამოშლის პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. შიომღვიმეში დღესაც კლდის ლოდები ცვიოდა.