მეუფე შიო სავარაუდო მოწამვლის საქმეზე დაკითხეს - დეტალები გასაიდუმლოებულია
მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ბურუსითმოცული საქმე ისევ მკაცრად არის გასაიდუმლოებული. გამოძიების დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ერთადერთი რაც ცნობილი გახდა ის არის, რომ პატრიარქის მოსაყდრე დაკითხეს. თუმცა სად და რა ჩვენება მისცა მეუფემ სამართალდამცველებს უცნობია. არაფერს ამბობენ საპატრიარქოს მღვდელმთავრებიც.
როგორც ჩანს, საქმის დეტალები მათთვისაც უცნობია და არც გამოძიება დაინტერესებულა ჯერ მათი ვერსიების მოსმენით. წმინდა სინოდის წევრები ამბობენ, რომ ეკლესიის ერთ-ერთი უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის ფაქტზე ახალ ამბებს მხოლოდ მედიიდან იგებენ.