დევნილებისთვის წართმეული თანხები - რა მოხდა აფხაზეთის მთავრობაში

28.08.23 20:37
დევნილებისთვის წართმეული თანხები - რა მოხდა აფხაზეთის მთავრობაში

 

აფხაზეთის მთავრობის იძულებით გადაადგილებულთა მინისტრი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დაიწყება თუ არა გამოძიება აფხაზეთის მთავრობის მაღალჩინოსნების მიმართ - აუდიტის დასკვნა, პრაქტიკულად, საბრალდებო დასკვნაა დევნილთა მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ. დევნილებისთვის წართმეული თანხები და მათი ფულის გამოყენება ჩინოვნიკების კეთილდღეობისთვის. სააგენტოს ბიუჯეტის 80 პროცენტი ამავე უწყების  თანამშრომლების ხელფასებში იხარჯება. 

არადა ბიუჯეტი სოლიდურია - 700 ათასი ლარი. თუმცა ხელფასები არ არის ერთადერთი დარღვევა ამ უწყებაში. დევნილი ხელისუფლება 2-ჯერ ძვირს იხდის მივლინებების დროს სასტუმროებში, ვიდრე კანონით ეკუთვნით.  როგორც ირკვევა 300 ათასი დევნილიდან სააგენტომ დახმარება მხოლოდ 200-ს გაუწია. დევნილები ამბობენ, რომ უწყება, რომელმაც მათი პრობლემები უნდა მოაგვაროს, რეალურად ქართული ოცნების პარტაქტივის დასაქმების ბიუროდ იქცა.