კულტურა სახელმწიფოს პრესის ქვეშ - ევროპული პრესა თეა წულუკიანის რეპრესიებზე წერს
კულტურა სახელმწიფოს პრესის ქვეშ - ევროპული პრესა თეა წულუკიანის რეპრესიებზე წერს. საქართველოს კულტურის მინისტრის ე.წ. რეფორმებს ვრცელ სტატიას გერმანული გამოცემა უძღვნის.
ივანიშვილის ფავორიტი მინისტრი - ასე მოიხსენიებს სტატიის ავტორი წულუკიანს. მინისტრი, რომელიც პროფესიონალ კადრებს უშვებს და მათ მაგივრად პარტაქტივს ასაქმებს - ასეთია ჟურნალისტის შეფასება კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, რომელსაც მწერლების, მეცნიერების და კინემატოგრაფისტების დიდი პროტესტი მოყვა.
წულუკიანის მიერ გაშვებული თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი გაგა ჩხეიძე ვაი-მარში გოეთეს მედლით დააჯილდოვეს.