საქართველოს დღეს სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ეწვევიან
სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში დღეს ჩამოვლენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩომ გასულ კვირას გაავრცელა.
კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად", - დაწერა აშშ-ის საელჩომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნული ვიზიტი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
ეს ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დღის წესრიგში", - თქვა დავით ზალკალიანმა.