სააკაშვილი მოწამლულია და კვდება პრორუსული რეჟიმის ხელში, პუტინის მიერ არის დაგეგმილი - Forbes
სააკაშვილის პატიმრობა პუტინის მიერ არის დაგეგმილი, ზელენსკისთვის ჭკუის სასწავლებლად - Forbes სკანდალურ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცემა წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს პრორუსული რეჟიმის წარმომადგენლები სჯიან. მიზეზი კი პუტინის შურისძიებაა, რადგან რუსმა დიქტატორმა სააკაშვილს 2008 წელი ვერ აპატია.
"ფორბსის" ეს სტატია საქართველოს ხელისუფლებისთვის, ფაქტობრივად, მინიშნებაა, რადგან გამოცემა წერს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოწამლულია და ციხეში კვდება, ეს ყველაფერი კი რუსული რეჟიმის დამსახურებით ხდება.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინს უყვარს ძალადობის პერფორმატიულად ან სიმბოლურად განხორციელება. მისი საქართველოში შემოჭრა 2008 წელს იყო პირველი ასეთი სადამსჯელო თეატრი. 15 წლის წინ, აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ზელენსკის მეგობარი ბოლო წლებში, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებული ახლა ციხეშია, მოწამლულია და კვდება პრორუსული რეჟიმის ხელში.
სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ცხადია პუტინის მიერ არის დაგეგმილი, როგორც გაკვეთილი სხვა ასეთი ლიდერებისთვის, განსაკუთრებით ზელენსკისთვის,“ - წერია სტატიაში.