საქართველოს მართავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება და მათ შორის სააკაშვილის თემაც მოიაზრება ამ კონტექსტში - სამადაშვილი
"დღეს უკვე არავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება და მათ შორის სააკაშვილის თემაც მოიაზრება ამ კონტექსტში", - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი Forbes-ის სტატიას, სადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე წერენ.
სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთის მოკავშირეა და ასრულებს ყველა იმ დავალებას, რასაც ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმი ავალებს.
რუსეთის მოკავშირე ივანიშვილის ხელისუფლება ცხადია, ქვეყანაში ასრულებს ყველა დავალებას, რასაც იღებს რუსეთისგან , იქნება ეს ევროპული დღის წესრიგის შეფერხება, იქნება ეს რუსეთის ეკონომიკური გავლენის გაზრდა, იქნება მათი ექსპანსიისთვის და რუსების უკონტროლო შემოდინებისთვის ხელშეწყობა თუ სააკაშვილის პატიმრობა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.